აღრიცხვის რეფორმა

სახელმწიფო ხაზინა სახელმწიფო ფინანსური მართვის რეფორმის ფარგლებში, საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2009 წლის 3 ნოემბრის #701 ბრძანებით დამტკიცებული "საჯარო სექტორის ბუღალტრული აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტების დანერგვის სამოქმედო გეგმის" შესაბამისად, ახორციელებს აღრიცხვის რეფორმის ღონისძიებებს, რომლის მიზანია საჯარო სექტორის ბუღალტრული აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტების (IPSAS) დანერგვა.

საჯარო სექტორის ბუღალტრული აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტები (IPSAS) წარმოადგენს ბუღალტერთა საერთაშორისო ფედერაციის (IFAC) საჯარო სექტორის ბუღალტრული აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტების საბჭოს (IPSASB) მიერ შემუშავებულ სტანდარტებს. დღესდღეობით საჯარო სექტორის ბუღალტრული აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტების საბჭოს (IPSASB) გამოცემული აქვს 32 სტანდარტი და მრავალი დამხმარე სახელმძღვანელო, რომლებიც ეხმარება ქვეყნებს საჯარო სექტორის ბუღალტრული აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტების დანერგვაში. IPSAS მოიცავს საკითხებს, რომლებიც უკავშირდება საჯარო სექტორში შემავალი ორგანიზაციების ფინანსური ანგარიშგებების მომზადებასა და წარდგენას. ამ სტანდარტების გამოყენებით მომზადებული ფინანსური ანგარიშგების მომხმარებლებს წარმოადგენენ გადასახადების გადამხდელები, საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლები, კრედიტორები, მომწოდებლები, მედია და სხვ.

ცვლილება კანონმდებლობაში

ყველა კანონი