საბჭოს შესახებ


 

აღრიცხვის რეფორმის ფარგლებში, საზოგადოების მეტი ჩართულობის მიზნით, საქართველოს მთავრობის 2010 წლის 19 თებერვლის #38 დადგენილებით ჩამოყალიბდა საქართველოს საჯარო სექტორის ბუღალტრული აღრიცხვის სტანდარტების საბჭო, როგორც მთავრობის მუდმივმოქმედი სათათბირო ორგანო. აღნიშნული საბჭო შედგება 10 წევრისაგან. საბჭოს თავმჯდომარეა სახაზინო სამსახურის უფროსი.

საბჭოს მიზანია ხელი შეუწყოს საჯარო სექტორში სააღრიცხვო ინფორმაციის სრულყოფასა და საჯარო სექტორის ფინანსური მართვის გაუმჯობესებას, აგრეთვე, სახელმწიფო ფინანსების მართვის მიმართ საზოგადოებრივი ინტერესისა და ნდობის ამაღლებას.

 

საბჭოს ფუნქციებია:
    ა) საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად საჯარო სექტორის ბუღალტრული აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტების დანერგვასთან დაკავშირებით რეკომენდაციების შემუშავება;
    ბ) საჯარო სექტორის ბუღალტრული აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტების დანერგვის პროცესის გამარტივებისა და ხელშეწყობის მიზნით მეთოდური მითითებების შემუშავება;
    გ) საჯარო სექტორის ბუღალტრული აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტების დანერგვასთან დაკავშირებით დაინტერესებულ მხარეებთან სამუშაო შეხვედრების გამართვა;
    დ) სხვა ფუნქციების განხორციელება, რომლებიც ხელს შეუწყობს საქართველოში საჯარო სექტორის ბუღალტრული აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტების დანერგვას.

საბჭოს სხდომები იმართება საჭიროებისამებრ, საბჭოს თავმჯდომარის გადაწყვეტილებით.